მეოთხეკლასელთა ამაღელვებელი და ემოციური გამოსაშვები ღონისძიება ლაფანყურის საჯარო სკოლაში
13-06-2022

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაფანყურის საჯარო სკოლაში მე-4 კლასის გამოსაშვები ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიება ემოციური და ამაღელვებელი იყო, დიდი სიყვარულით დაემშვიდობნენ მოსწავლეები თავიანთ პირველ მასწავლებელს, მას ვინც შეაყვარა დედა ენა, წიგნი, ასწავლა ანბანი.

მოსწავლეებმა დაწყებითი საფეხურის პედაგოგებს შრომისა და ამაგისთვის მადლობა გადაუხადეს. 

სკოლის დირექცია და პედაგოგები თითოეულ მათგანს უსურვებებ, ისეთივე წარმატებით და შემართებით შეუდგნენ სწავლას მომავალ სასწავლო წელს, როგორც დაწყებით კლასებში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203