ფერიის საჯარო სკოლაში მუნიციპალური კონფერენცია გაიმართა
13-06-2022
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერიის საჯარო სკოლაში საინტერესო და ამავდროულად, მრავალფეროვანი აქტივობები ხშირად იმართება.

ამჯერად, 12 ივნისს, ხელვაჩაურის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ორგანიზებით (ხელმძღვანელი ნევრესტან დიდმანიძე), სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტთან თანამშრომლობით, სკოლაში მეშვიდე მუნიციპალური კონფერენცია სახელწოდებით - „ინოვაციები სწავლა-სწავლების პროცესში“ გაიმართა.

„კომპლექსური დავალება - მოსწავლის პიროვნული განვითარების გზა. კონფერენციას ესწრებოდნენ: განათლების ექსპერტი, ქალბატონი თამარ ჯაყელი, აჭარის განათლების ფონდის დირექტორი ბატონი - სულიკო თებიძე; მასწავლებელთა სახლის წარმომადგენლები, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი ბატონი - ზაზა დიასამიძე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე - მინდია დიასამიძე, მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის მხარდამჭერი ექსპერტები და მსმენელები.

მასშტაბური და საუკეთესოდ ორგანიზებული კონფერენციისთვის განსაკუთრებული მადლობა გვინდა გადავუხადოთ ქალბატონ ნევრესტან დიდმანიძეს; კონფერენციის დასკვნით ეტაპზე, საუკეთესო ნაშრომების ავტორებს გადაეცათ სერტიფიკატები.

შემდგომ წარმატებებს ვუსურვებთ ყველა მონაწილეს საინტერესო და აქტიური ნაშრომისათვის“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203