თელეთის საჯარო სკოლაში, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების პოპულარიზაციის მიზნით, კონფერენცია გაიმართა
13-06-2022
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ თელეთის საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის მუდამ საინტერესო და ამავდროულად, მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი.
ამჯერად, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების პოპულარიზაციის მიზნით პედაგოგების: რიმა ფარეშიშვილის, ლალი მაისურაძისა და ბიძინა ბერიძის ორგანიზებით სკოლაში მოსწავლეთა კონფერენცია ჩატარდა.
კონფერენციის ფარგლებში IX, X, XI კლასების მოსწავლეებმა დაამუშავეს და წარმოადგინეს აქტუალური საკითხები სამივე საბუნებისმეტყველო საგნიდან შემდეგ თემებზე - „უწონობა“, „რადიაცია“, „კიბო არ არის განაჩენი“, „წყალი, მისი მნიშვნელობა და უნიკალური თვისებები“ და „გენეტიკური დაავადებები“.
აღსანიშნავია, რომ კონფერენციის მსვლელობისას არაერთხელ ხაზგასმით წარმოჩინდა ფიზიკის, ქიმიისა და ბიოლოგიის როლი ადამიანის ცხოვრებაში.