რეალობასა და მხატვრულ სამყაროს შორის წაშლილი ზღვარი - ჯიმითის საჯარო სკოლის მეათეკლასელებმა რუსთაველის უკვდავი პოემა „გააცოცხლეს“
13-06-2022
გურჯაანის მუნიციპალიტეტის ჯიმითის საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის მუდამ საინტერესო სასწავლო გარემოა შექმნილი. ბავშვები მრავალფეროვან აქტივობებს ხშირად ახორციელებენ და საკუთარ ცოდნას კიდევ უფრო მეტად იღრმავებენ.
ამჯერად, მე-10 კლასის მოსწავლეებმა შოთა რუსთაველის პოემა - ვეფხისტყაოსანი „გააცოცხლეს“. აღსანიშნავია, რომ ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი ნონა გეთიაშვილი გახლავთ.
„საოცარი საღამო გვაჩუქეს მე-10 კლასის მოსწავლეებმა. მათ შოთა რუსთაველის უკვდავი პოემა „გააცოცხლეს“; მსმენელის თვალწინ თითქოს გაცოცხლდა გარდასული ეპოქა, წაიშალა ზღვარი აწმყოსა და წარსულს, რეალობასა და მხატვრულ სამყაროს შორის... სადა, მაგრამ დახვეწილი შესრულებით დაგვამახსოვრეს თავი პატარა მსახიობებმა; წარმატებას ვუსურვებთ პედაგოგსა და მის საუკეთესო მოსწავლეებს!“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
სკოლამდელი განათლების სტუდენტები პრაქტიკებს საბავშვო ბაღებში გაივლიან
ბაგა-ბაღების აღმზრდელ პედაგოგებს გადასამზადებლად სპეციალური ტრენინგ-მოდულები ჩაუტარდებათ - თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტო