ფერეთის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ნახატების გამოფენა გაიმართა
13-06-2022
ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერეთის საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის საინტერესო აქტივობები ხშირად იმართება.
ამჯერად, სკოლაში V, VIII და X კლასების მოსწავლეთა ნახატების გამოფენა მოეწყო.
ნახატების ავტორები: ანასტასია გამყრელიძე (მე-V კლასი), მარიამ ლომაშვილი (VIII კლასი), ლანა ჩახუნაშვილი (VIII კლასი) და მარიამ ჩახუნაშვილი (X კლასი) არიან.
მოსწავლეებმა ისაუბრეს თავიანთი ნახატების შესახებ. ნახატები შესრულებულია გუაშით, ზეთოვანი საღებავებით, ფერადი ფანქრებით, პასტელებით.
გამოფენას ხელოვნების მასწავლებელი დარეჯან ვაშაყმაძე უძღვებოდა. სკოლის დირექტორმა, იულო ხელაძემ ბავშვებს სამახსოვრო სიგელები გადასცა და წარმატება უსურვა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს