დაბლაციხის საჯარო სკოლის მოსწავლის, ნატა შარაშიძის წარმატება ესეების კონკურსში
13-06-2022
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ დაბლაციხის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა კონკურსებში მუდამ აქტიურად და ამავდროულად, წარმატებით მონაწილეობენ.
ამჯერად, განათლების ეროვნულმა ინსტიტუტმა, აგრესიის მსხვერპლი უდანაშაულო ბავშვების, საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, გამოაცხადა ესეების კონკურსი სახელწოდებით - „დაგვიცავით ბავშვები!“
პროექტი უკრაინაში რუსული ოკუპაციის მსხვერპლ ბავშვებს ეძღვნებოდა.
კონკურსში სკოლის მეთერთმეტე კლასის მოსწავლე ნატა შარაშიძე მონაწილეობდა, რომელიც მიწვეულია განათლების ეროვნულ ინსტიტუტში, სადაც მას დიპლომს გამარჯვებული ესესთვის გადასცემენ.
„ვულოცავთ ნატას და ვუსურვებთ წინსვლას შემოქმედებით გზაზე“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს