იანეულის საჯარო სკოლის სასათბურე მეურნეობაში მარწყვის მოსავალი მიიღეს
13-06-2022
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ იანეულის საჯარო სკოლაში სასათბურე მეურნეობა დიდი წარმატებით ფუნქციონირებს, სადაც მოსწავლეები დიდი მონდომებით მარწყვის კულტურის განაშენიანებაზე მუშაობენ.
პედაგოგებისა და სკოლის დირექციის ხელშეწყობით, მოსწავლეთა დიდმა შრომამ შედეგი არ დააყოვნა და სათბურში მარწყვის მოსავალიც მიიღეს.
აღსანიშნავია, რომ პროექტი, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების დაფინანსებულია და საზოგადოებრივი ორგანიზაცია „გურიის აგრობიზნესცენტრი“ ახორციელებს.