ახალი საყულიის საჯარო სკოლაში ქართულ ჭიდაობაში შიდასასკოლო ტურნირი გაიმართა
13-06-2022
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ახალი საყულიის საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის საინტერესო სპორტული შეჯიბრებები ხშირად იმართება.
ამჯერად, სპორტის მასწავლებლის, ლევან ტვილდიანის ინიციატივით ქართულ ჭიდაობაში შიდასასკოლო ტურნირი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდა მოსწავლეთა უმრავლესობა (როგორც ვაჟები, ისე გოგონები).
მოსწავლეებს კლასის ხელმძღვანელები, მასწავლებლები და თანაკლასელები გულშემატკივრობდნენ.
„ტურნირი საკმაოდ ორგანიზებულად ჩატარდა, მონაწილეთა ტექნიკური თუ ფსიქოლოგიური მზაობის გათვალისწინებით. ერთმანეთს შეხვდნენ 25-30-40-45-50-60 და +60 კგ. წონითი კატეგორიის მოჭიდავეები, რომლებმაც საინტერესო ასპარეზობა შემოგვთავაზეს. გამარჯვებულებს, I, II და III საპრიზო ადგილის მფლობელებს, გადაეცათ დიპლომები.
სკოლის დირექცია მადლობას უხდის სპორტის მასწავლებელს, ლევან ტვილდიანს ტურნირის ორგანიზებისა და მოსწავლეებში სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციისათვის.
დიდი მადლობა ასევე, წყალტუბოს სპორტ- სკოლის მწვრთნელს, ზელიმ გულბიანს დახმარებისთვის და ჩვენი ბავშვების წარმატებაში დიდი წვლილის შეტანისათვის“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს