„დედაენის მეჯლისი“ - ერგეს საჯარო სკოლის პირველკლასელებმა წარმატებული სასწავლო წელი ღონისძიებით დაასრულეს
13-06-2022

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგეს საჯარო სკოლის 1-ელი კლასის მოსწავლეებმა სასწავლო წელი წარმატებით დაამთავრეს. პირველკლასელებმა შეძენილი ცოდნა და უნარები ღონისძიებაზე შეაჯამეს.

27 მაისს, პირველ კლასში, კლასის დამრიგებლის თინათინ მჟავანაძის ხელმძღვანელობით, ღონისძიება „დედაენის მეჯლისი“ ჩატარდა. პატარებმა დიდ ქართველ მოღვაწეს - იაკობ გოგებაშვილს მიუძღვნეს ლექსები და სიმღერები, რითაც მადლიერება გამოხატეს მის მიმართ. მათ ხომ დედა ენის დამსახურებით შეაღეს კარი ცოდნის სამყაროში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203