ბობოყვათის საჯარო სკოლის გუნდი „მართვე“ სპორტულ-გასართობ შეჯიბრში მონაწილეობდა
10-06-2022
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბობოყვათის საჯარო სკოლის გუნდი „მართვე“ სპორტულ-გასართობ შეჯიბრში მონაწილეობდა.

ბავშვთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეჯიბრი „მხიარული სტარტები“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის ორგანიზებით გაიმართა.

„მართვემ“ ღირსეულად იასპარეზა, მოსწავლეებმა საკუთარი სპორტული შესაძლებლობები წარმოაჩინეს.

სკოლა ამაყობს მოსწავლეებით და წარმატებას უსურვებს.

„გვიყვარხართ და გვეამაყებით!
განსაკუთრებით გვახარებს ის, რომ ისინი პატარები, მაგრამ საოცარი წარმატებების მწვერვალზე არიან.
წარმატებები გუნდ ,,მართვეს“, მადლობა ზაზა მასწავლებელო, მადლობა ზეინაბ მასწავლებელო. 
გვიყვარხართ ყველა“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203