პატარა გონდრიოს საჯარო სკოლაში სპორტულ-გასართობი ღონისძიება ჩატარდა
10-06-2022
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა გონდრიოს საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის საინტერესო სპორტული აქტივობები ხშირად იმართება.
ამჯერად, სკოლაში სპორტულ-გასართობი ღონისძიება - „მხიარული სტარტები“ გაიმართა, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეებმა საკუთარი სპორტული შესაძლებლობები გამოავლინეს.
აღსანიშნავია, რომ აქტივობაში თითოეული მონაწილე დიდი ხალისით იყო ჩართული. ღონისძიება პედაგოგ ქეთევან მაისურაძის ხელმძღვანელობით ჩატარდა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს