„როგორ დავძლიოთ მგლობა?“- ხუცუბნის საჯარო სკოლის მე-7 კლასში საინტერესო გაკვეთილი ჩატარდა
10-06-2022
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუცუბნის საჯარო სკოლის მე-7 კლასში საინტერესო გაკვეთილი - „როგორ დავძლიოთ მგლობა?“ ჩატარდა.
გაკვეთილი ქართულ ენასა და ლიტერატურაში ვაჟა-ფშაველას მოთხრობის - „ამოდის, ნათდება“ მიხედვით გაიმართა.
პრობლემაზე მსჯელობა ედვარდ დე ბონოს „აზროვნების 6 ქუდის“მიხედვით წარიმართა. მოსწავლეები აქტივობაში დიდი ინტერესითა და მონდომებით ჩაერთნენ. მათ თავიანთი შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს.
გაკვეთილს პედაგოგი ინგა მიქელაძე უძღვებოდა.
„ტექნიკა მიმართულია ცალმხრივი, სტერეოტიპული აზრობნების წინააღმდეგ.
მოსწავლეებს დაეხმარათ სკოლის მე-10 კლასელი მხატვარი ბექა ხახუტაიშვილი. მის მიერ დახატული ჰედლაინი და რესურსი, რომელსაც დართული აქვს ინსტრუქცია, საინტერესო მოსაზრებების საშუალება გახდა.- „ადამიანებს იმიტომ გვირდება დანდობა და სიყვარული, რომ ცხოვრებაა დაუნდობელი და კაცთმოძულე". ივარაუდეს, რომ ავტორი მგლებში ადამიანებს არ იგულისხმებდა, რადგან ჩვენ ასე არ ვექცევით ჩვენს მოხუცებს.
მრიგად, მათთვის მიუღებელია მგლებისთვის დამახასიათაბელი წესები! საზოგადოება ხროვა არ არის“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს