„დაფიქრდი სანამ გადააგდებ“ - საინტერესო გარემოსდაცვითი აქტივობა ქუთაისის ქართულ-ამერიკულ სკოლა „პროგრესში“
10-06-2022
ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესის“ ქუთაისის ფილიალში გარემოსდაცვით საკითხებს მუდამ დიდი ყურადღება ეთმობა და სწორედ ამიტომ სხვადასხვა სახის აქტივობები ხშირად იმართება.

ამჯერად, ბუნებისდაცვითი აქტივობა - „დაფიქრდი სანამ გადააგდებ“ გაიმართა.

„აქტივობა ორგანიზაცია წითელმა ჯვარმა, ჩვენი სკოლის X კლასის მოსწავლეების დახმარებით ჩაატარა, რომლებიც მონაწილეობენ სამოქალაქო განათლების ოლიმპიადაში და ახორციელებენ მდგრადი განვითარების მე-15 მიზანთან დაკავშირებულ სხვადასხვა პროექტს.

პროექტის მიზანია ცნობიერების ამაღლება ძნელად გახრწნად ნარჩენებთან დაკავშირებით. ჩატარდა საინფორმაციო აქტივობა, წარმოდგენილ დაფაზე გამოიფინა სხვადასხვა ნივთი წარწერით, თუ რომელ ნარჩენს რამდენი ხანი სჭირდება ბუნებაში გასახრწნელად“

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203