ყარ-სგურიშის საჯარო სკოლის მოსწავლეთა წარმატება საგანმანათლებლო პროექტში
10-06-2022
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარ-სგურიშის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტებში მუდამ აქტიურად ამავდროულად, წარმატებით მონაწილეობენ.
ამჯერად, სკოლის მოსწავლეებმა - ლუკა ქანცლიანმა და ლიზი არღვლიანმა საგანმანათლებლო პროექტში - „დიდგორელი“ მეორე ტურში წარმატებით იასპარეზეს.
აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში ისტორიის პედაგოგი ნანა ჯაჭვლიანი დაჯილდოვდა.
„საგანმანათლებლო პროექტი „დიდგორელის“, მეორე ტურის გამარჯვებული მოსწავლეები: ლუკა ქანცლიანი და ლიზი არღვლიანი, გილოცავთ! წარმატებებს გისურვებთ მომავალ ტურებში, გამარჯვებას და „დიდგორელის“ სტიპენტიანტობას! აქვე, სკოლის სახელით მადლობას ვუხდით პროექტში აქტიური მონაწილეობისთვის ყველა მოსწავლეს: ჯოყოლა ვიბლიანს, ლიზი გადრანს და თითოეულ თქვენგანს გისურვებთ წინსვლას და წარმატებას მომავალშიც; გაგემართლებინოთ ოჯახის და სკოლის იმედები პ.ს. მადლობა ისტორიის პედაგოგს, ნინო ჯაჭვლიანს გაწეული შრომისთვის, ბევრი წარმატება მას და მის აღსაზრდელებს!“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
სკოლამდელი განათლების სტუდენტები პრაქტიკებს საბავშვო ბაღებში გაივლიან
ბაგა-ბაღების აღმზრდელ პედაგოგებს გადასამზადებლად სპეციალური ტრენინგ-მოდულები ჩაუტარდებათ - თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტო