ლენჯერის N1 სკოლის მოსწავლეებს დირექტორმა და პედაგოგებმა დაუვიწყარი დღესასწაული აჩუქეს
10-06-2022
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლენჯერის N1 საჯარო სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან თარიღებს მუდამ განსაკუთრებულ აქტივობებს უძღვნიან.

ამჯერად, სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე  მრავალფეროვანი აქტივობებით მათ შორის მხიარული თამაშებით აღნიშნეს.

„მხიარულების და ბედნიერების დღე ჩვენც მხიარული და მრავალფეროვანი აქტივობებით სავსე დღე გვქონდა. დილიდან მხიარულმა თამაშებმა გაგვიტაცა - დაჭერობანა, დამალობანა, კატა - თაგვობანაც კი ითამაშეს ჩვენს საყვარელ დირექტორთან, ლალი ხაფთანთან ერთად. შემდეგ ჩვენი ბავშვების გამხიარულება ნათია მასწავლებელმა გააგრძელა მესტიის ეთნოგრაფიულ მუზეუმში. ნათია გიგანი ყოველ ჯერზე უფრო მეტად გვიყვარდება​. მშვიდობა და ბედნიერება მსოფლიოს ბავშვებს, გილოცავთ“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203