მანიაკეთის საჯარო სკოლიდან მეთორმეტეკლასელები საზეიმო ღონისძიებით გააცილეს
10-06-2022
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ მანიაკეთის საჯარო სკოლაში 2021-2022 სასწავლო წლის მე-12 კლასელთათვის „ბოლო ზარი“ დაირეკა.

მეთორმეტეკლასელები სკოლას საზეიმო ვითარებაში, თუმცა სევდანარევი სიხარულით გამოემშვიდობნენ.

მოსწავლეებმა ამაგდარ პედაგოგებს, რომლებმაც მათ განათლებაში უდიდესი შრომა ჩადეს მადლობა გადაუხადეს, მასწავლებლებმა კი თავის მხრივ საამაყო აღზრდილებს გზა დაულოცეს.

„ერთობლივად გავაცილეთ მშობლებმა პედაგოგიურმა კოლექტივმა და სოფელმა ჩვენი სკოლის მეთორმეტეკლასელები; ჩვენი წარმატებული დაფრთიანებული და ძალიან ღირებული ადამიანები; ცხოვრების შემდგომ საფეხურებზე და ბედნიერი მომავალი ვუსურვეთ (მიყვარხართ ჩემო ანგელოზებო)“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტო:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203