ბათუმის N8 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან ევროპული ინტეგრაციის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
10-06-2022
ბათუმის N8 საჯარო სკოლის მოსწავლეები დირექციისა და პედაგოგების დიდი ხელშეწყობით სხვადასხვა საინტერესო და მნიშვნელოვან შეხვედრებში აქტიურად მონაწილეობენ.

ამჯერად, სკოლის მოსწავლეებთან საქართველოს ევროპული ინტეგრაციის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა, რომლის ორგანიზატორიც საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი გახლდათ.

შეხვედრაზე მოსწავლეებმა არაერთი მნიშვნელოვანი და საინტერესო ინფორმაცია შეიტყეს. ასევე, გაიმართა დისკუსია, რომლის ფარგლებში ანტიდასავლური პროპაგანდა და მასთან გამკლავების გზები განიხილეს.

აღსანიშნავია, რომ შეხვედრას მოსწავლეებთან ერთად დირექტორი გივი ხალვაში და სამოქალაქო განათლების პედაგოგი მაკა ხინთიბიძე ესწრებოდნენ.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203