ჩიქუნეთის საჯარო სკოლაში ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
10-06-2022
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიქუნეთის საჯარო სკოლაში 8 ივნისს თემაზე - „ევროკავშირი და საქართველო“ საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა.
შეხვედრას, რომელსაც ირმა გაბინაშვილი უძღვებოდა მეტად საინტერესო და ინფორმაციული ხასიათის იყო.
„საუბრის დროს ყურადღება გამახვილდა ევროკავშირის შექმნის ისტორიის შესახებ. რამდენი ქვეყანაა ევროკავშირის წევრი. საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის შესახებ. რატომ ცდილობს საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა და რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს. ისაუბრა უვიზო მიმოსვლისა და საქართველოს მოსახლეობის ვალდებულებების შესახებ.
შეხვედრა მიმდინარეობდა კითხვა-პასუხის რეჟიმში. ყველაზე აქტიური მოსწავლეები, რომლებმაც უპასუხეს კითხვებს ევროკავშირის ისტორიიდან გადაეცათ სამახსოვროდ ბუკლეტები და წიგნები“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
სკოლამდელი განათლების სტუდენტები პრაქტიკებს საბავშვო ბაღებში გაივლიან
ბაგა-ბაღების აღმზრდელ პედაგოგებს გადასამზადებლად სპეციალური ტრენინგ-მოდულები ჩაუტარდებათ - თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტო