კაკლიანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა გარემოსდაცვითი აქტივობა გამართეს
10-06-2022
დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ კაკლიანის საჯარო სკოლაში მნიშვნელოვან თარიღებს მუდამ განსაკუთრებულად და მრავალფეროვანი აქტივობებით აღნიშნავენ.
ამჯერად, სკოლაში მოსწავლეებმა პედაგოგებისა და დირექციის ხელშეწყობით გარემოს დაცვის მსოფლიო დღე აღნიშნეს.
მრავალფეროვანი აქტივობების ფარგლებში მოსწავლეებმა გარემოსა და სკოლის გალამაზებაზე იზრუნეს.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში დირექტორის, ამლეტ იუსუბოვის ხელმძღვანელობით გარემოსდაცვით საკითხებს უდიდესი ყურადღება ექცევა და ამ მხრივ, სხვადასხვა მნიშვნელოვან აქტივობებს აქტიურად ახორციელებენ.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს