თბილისის N86 სკოლის მეთორმეტეკლასელებმა პედაგოგებს გაწეული შრომისა და ამაგისთვის მადლობა გადაუხადეს
10-06-2022
თბილისის N86 საჯარო სკოლაში 2021-2022 სასწავლო წლის მე-12 კლასელთათვის „ბოლო ზარი“ დაირეკა.

მეთორმეტეკლასელები სკოლას საზეიმო ვითარებაში, თუმცა სევდანარევი სიხარულით გამოემშვიდობნენ. მოსწავლეებმა ამაგდარ პედაგოგებთან ერთად სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს და ერთმანეთს სამახსოვრო წარწერებიც დაუტოვეს.

მოსწავლეებმა ამაგდარ პედაგოგებს, რომლებმაც მათ განათლებაში უდიდესი შრომა ჩადეს მადლობა გადაუხადეს, მასწავლებლებმა კი თავის მხრივ საამაყო აღზრდილებს გზა დაულოცეს.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203