იანეულის საჯარო სკოლის მოსწავლეები სასათბურე მეურნეობას ესტუმრნენ
10-06-2022
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ იანეულის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის სხვადასხვა საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობები ხშირად იმართება.
ამჯერად, სკოლის მოსწავლეები ნატანებში, პაატა შარაშიძის სასათბურე მეურნეობას ესტუმრნენ, რა დროსაც მოსწავლეებმა მარწყვისა და ბოსტნეულის სათბურები დაათვალიერეს.
„სტუმრობის ორგანიზატორები იყვნენ საზოგადოებრივი ორგანიზაცია „გურიის აგრობიზნესცენტრის“ თავმჯდომარე ქალბატონი თამარ ხომერიკი და ბატონი ალეკო მამაშვილი. პროექტს აფინანსებს საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო.
მოსწავლეებმა დაათვალიერეს მარწყვისა და ბოსტნეულის სათბურები, შეხვედრამ მეტად საინტერესოდ ჩაიარა, რისთვისაც მადლობას ვუხდით ორგანიზატორებსა და მასპინძელს, რომლებმაც ჩვენს მოსწავლეებს ერთი ლამაზი და საინტერესო დღე აჩუქეს“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს