სალომინაოს საჯარო სკოლიდან მეთორმეტეკლასელები საზეიმო ვითარებაში გააცილეს
10-06-2022
ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ სალომინაოს საჯარო სკოლაში 2021-2022 სასწავლო წლის მე-12 კლასელთათვის „ბოლო ზარი“ დაირეკა.
მეთორმეტეკლასელები სკოლას საზეიმო ვითარებაში, თუმცა სევდანარევი სიხარულით გამოემშვიდობნენ.
მოსწავლეებმა ამაგდარ პედაგოგებს, რომლებმაც მათ განათლებაში უდიდესი შრომა ჩადეს მადლობა გადაუხადეს, მასწავლებლებმა კი თავის მხრივ საამაყო აღზრდილებს გზა დაულოცეს.
„ბოლო ზარი!“ სითბოთი და სიყვარულით დატვირთული დღე... მოგონებებისა და ემოციების ზღვა.
დღე, რომელიც განსაკუთრებულად დასამახსოვრებელია თითოეული მოსწავლისათვის...
სალომინაოს საჯარო სკოლის პედაგოგები ვულოცავთ 2021-2022 სასწავლო წლის მე-12 კლასის მოსწავლეებს სკოლის დამთავრებას და ცხოვრების ახალ საფეხურზე ასვლას. გვიყვარხართ! გვეიმედებით!“, - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ მისალოც წერილში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს