მთისძირის საჯარო სკოლაში ფეხბურთის ჩემპიონატი გაიმართა
10-06-2022
ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისძირის საჯარო სკოლაში სპორტული აქტივობა გაიმართა. 

გამართულ ფეხბურთის ჩემპიონატში მოსწავლეები დიდი მონდომებით ჩაერთნენ. მათ თავიანთი სპორტული შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს. 

იყო დაძაბული შეჯიბრი, ფინალში მე-8 და მე-11 კლასის გუნდები გავიდნენ. საბოლოოდ, გამარჯვება მე-11 კლასის გუნდმა მოიპოვა. 

აღსანიშნავია, რომ სკოლაში როგორც მოსწავლეთა ცოდნის, ასევე სპორტული შესაძლებლობების დახვეწაზეც აქტიურად ზრუნავენ.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203