„ქართული სალიტერატურო ენა და ილია ჭავჭავაძე“ - ჩოლურის საჯარო სკოლის მოსწავლეების შემეცნებითი პრეზენტაცია
10-06-2022
ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩოლურის საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის მუდამ საინტერესო და ამავდროულად, მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი.
ამჯერად, მეექვსე კლასის მოსწავლეებმა: ნიკოლოზ გასვიანმა, ლუკა ჯამბურიძემ და იოსებ მუკბანიანმა, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის, ქეთინო მუკბანიანის, ხელმძღვანელობით პრეზენტაცია თემაზე - „ქართული სალიტერატურო ენა და ილია ჭავჭავაძე“ მოამზადეს.
მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას, ამავე სკოლის მასწავლებლებს და მოსწავლეებს, წარუდგინეს ილია ჭავჭავაძის ღვაწლი და დამსახურება ქართველი ენის წინაშე; მოსწავლეებმა მოცემული აქტივობით აიმაღლეს მოტივაცია სხვა პრეზენტაციების მომზადებასთან დაკავშირებით. საბოლოოდ აქტივობა გამოვიდა მეტად საინტერესო და შემეცნებითი.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს