„დაათვალიერეს ჩვენი კუთხის, ორი საუკუნის წინანდელი ყოველდღიური ყოფა-ცხოვრება და ტრადიციები. მადლობა მუზეუმის დამფუძნებელს, ბატონ ქემალ თურმანიძეს, რომელმაც ერთ სივრცეში მოათავსა და თვალწინ გადაგვიშალა წარსული და მნახველებს აოცებს თავისი ხელით დამზადებული მანეკენებითა და სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთებით. ბავშვები კმაყოფილები და ემოციებით დახუნძლულები წამოვიდნენ მუზეუმიდან“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს