„ჩვენი გულია საქართველო“- საყულიის საჯარო სკოლის მოსწავლეთა პატრიოტული ღონისძიება
10-06-2022
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ საყულიის საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის საინტერესო და მრავალფეროვანი ღონისძიებები ხშირად იმართება.
ამჯერად, სკოლაში ღონისძიება თემაზე - „ჩვენი გულია საქართველო“ ჩატარდა;
მე-6 კლასის მოსწავლეებმა ღონისძიების ფარგლებში წარადგინეს საქართველოს კუთხეები, შექმნეს სლაიდები კულტურული ღირშესანიშნაობების შესახებ და დამსწრე საზოგადოებას მოუწოდეს შეერთებოდნენ პროექტს - „ნეტავ, მთელი საქართველო, ფეხით შემომატარა“; ასევე, შეასრულეს სიმღერები და ცეკვები.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიებამ მხიარულ ატმოსფეროში ჩაიარა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს