თბილისის N60 საჯარო სკოლის მე-11 კლასში გეოგრაფიისა და ინგლისური ენის ინტეგრირებული გაკვეთილი ჩატარდა
თბილისის N60 საჯარო სკოლაში საინტერესო აქტივობა გაიმართა. მე-11
ბ კლასში გეოგრაფიასა და ინგლისურ ენაში ინტეგრირებული გაკვეთილი - „შენ არ მიგიღია დედამიწა საჩუქრად, შენ მას მომავალი თაობისგან სესხულობ“- ჩატარდა.
მოსწავლეებმა თემის ირგვლივ ინფორმაცია მოიძიეს, დაახარისხეს და სხვებსაც გააცნეს. მათ თავიანთი პოზიცია დააფიქსირეს და შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს.
აქტივობის ხელმძღვანელები პედაგოგები მაკა ტარყაშვილი და ნინო ჯანიკაშვილი იყვნენ.
იხილეთ ფოტოები: