ნინოწმინდის N1 სკოლაში მე-4 კლასის მოსწავლეებს ბუნების დაცვის თემაზე საინტერესო აქტივობებით გაჯერებული ღია გაკვეთილი ჩაუტარდათ 
10-06-2022

ნინოწმინდის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლის ინტერესებზე მორგებული სასწავლო გარემოა შექმნილი. პედაგოგები ძალ-ღონეს არ იშურებენ, რომ მოსწავლეებს საფუძვლიანი განათლება მისცენ და სწორედ ამიტომ საინტერესო და მრავალფეროვან გაკვეთილებს სთავაზობენ და არაერთ სასწავლო რესურსს აწვდიან. 

ამჯერად, სკოლაში საინტერესო ღია გაკვეთილი მე და საზოგადოებაში ჩატარდა. მე-4 კლასის მოსწავლეთა გაკვეთილის თემა გახლდათ - ბუნების დაცვა. პედაგოგმა, სუსანნა არზუმანიანმა მოსწავლეებს საინტერესო აქტივობებით გაჯერებული გაკვეთილი შესთავაზა. 

მოსწავლეები სასწავლო პროცესში ხალისითა და ინტერესით ჩაერთვნენ, იაქტიურეს და ცოდნა და შესაძლებლობები წარმოაჩინეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203