ილია ჭავჭავაძის სახელობის ახალქალაქის N3 სკოლის იდეათეკაში მეათეკლასელებმა საინტერესო პრეზენტაციები გამართეს
10-06-2022

ილია ჭავჭავაძის სახელობის ახალქალაქის N3 საჯარო სკოლის იდეათეკა ყველა კლასის მოსწავლისთვის საუკეთესო ადგილია წიგნების საკითხავად და სხვადასხვა პროექტების განსახორციელებლად.

იდეათეკა აღჭურვილია კომპიუტერული ტექნიკით, რაც მოსწავლეებს საშუალებას აძლევს თავიანთი პრეზენტაციები საინტერესოდ და მხიარულად წარმართონ.

ამჯერად, იდეათეკაში პრეზენტაციები მე-10 კლასის მოსწავლეებმა წარადგინეს. პრეზენტაციები ბიოლოგიის გაკვეთილის ფარგლებში ჩატარდა და მოსწავლეებმა ნარკოტიკის, ალკოჰოლისა და სიგარეტის მავნე ზეგავლენის შესახებ ისაუბრეს. 

„ბიოლოგიის გაკვეთილზე ხშირად კეთდება პრეზენტაციები, სხვადასხვა თემებთან დაკავშირებით. მოსწავლეებისთვის ამ საგნის შესწავლა ბევრად უფრო სახალისო და საინტერესო გახდა“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203