თბილისის N54 სკოლაში ხელბურთით დაინტერესებული მე-6-მე-7 კლას​ის მოსწავლეებისათვის ღია კარის დღე ჩატარდა - სკოლაში უფასო წრე ფუნქციონირებს
10-06-2022

სოფიკო ჭიაურელის სახელობის თბილისის N54 საჯარო სკოლაში სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას დიდი ყურადღება ექცევა. ამის ნათელი მაგალითია, ხელბურთის წრე, რომელიც სკოლაში მოსწავლეებისთვის სრულიად უსასყიდლოდ მუშაობს. 

სკოლაში მორიგი ღია კარის დღე  ჩატარდა ხელბურთით დაინტერესებული მე-6-მე-7 კლასის მოსწავლეებისათვის. 

როგორც უკვე აღვნიშნეთ ხელბურთის წრეზე სიარული სრულიად უფასოა.

„დაინტერესებულ პირებს გთხოვთ მიმართოთ სკოლის ადმინისტრაციას ან ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მასწავლებელს - გიორგი გეგენავას, გისურვებთ წარმატებებს!“,- ვკითხულობთ სკოლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203