ტყაჩირის საჯარო საჯარო სკოლაში 2022 წლის კურსდამთავრებულებისთვის „ბოლო ზარი“ საზეიმოდ დაირეკა
10-06-2022
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ტყაჩირის საჯარო საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის ბოლო ზარი დაირეკა.

სკოლა სულ 13-მა მოსწავლემ დაამთავრა, მათგან 11 ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის ემზადება.

კურსდამთავრებულებმა ცხოვრების ახალ ეტაპზე ტრადიციული თეთრი მაისურებით შეაბიჯეს. სკოლაში საზეიმო განწყობა იყო შექმნილი, განთავსებული იყო შესაბამისი დეკორაცია.

კურსდამთავრებულებმა სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს, სკოლაში გატარებული წლები გაიხსენეს და სურვილები გაცვალეს.

მათ სკოლა ემშვიდობება, ულოცავს და უამრავ წარმატებას უსურვებს.

„ეს იყო მართლაც დაუვიწყარი, არაჩვეულებრივი სადღესასწაულო დღე, ბავშვებმა წარმოადგინეს ბოლო ზარის სახალისო სცენარი, თბილი და წრფელი სიტყვებით მოეფერნენ და გამომემშვიდობნენ თითოეულ მასწავლებლეს, დირექტორს და სკოლის ადმინსტრაციის თანამშრომლებებს.
ჩვენ - სკოლის მასწავლებლემა და ხელმძღვანელობამ გზა დაულოცეთ ჩვენს კურსდამთვარებულებებს, ვუსურვეთ წინსვლა და წარმატებებს ცხოვვრების ახალ ეტაპზე“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203