სენაკის N1 სკოლის მეორეკლასელებმა, პედაგოგ იამზე ხუნწარიას ხელმძღვანელობით, დადიანების სახლ-მუზეუმში ექსკურსია-გაკვეთილი​ მოაწყვეს
10-06-2022

გენო ადამიას სახელობის სენაკის N1 საჯარო სკოლის II კლასის მოსწავლეებმა, პედაგოგ იამზე ხუნწარიას ხელმძღვანელობით, ოდიშის სამთავროს მმართველების - დადიანების სახლ-მუზეუმში ექსკურსია-გაკვეთილი​ მოაწყვეს.

ექსკურსია-გაკვეთილი​ს მიზანი იყო მუზეუმში დაცული ექსპონანტების დათვალიერება, დადიანების საცხოვრებელი პირობების გაცნობა, მიურატების სასახლის ისტორიის გაგება.

მოსწავლეებმა დაათვალიერეს დადიანების ზღაპრული სასახლე, იქ დაცული ნივთები. აღფრთოვანებულნი და გაოცებულნი შესცქეროდნენ პატარები სასახლეს, მის შემოგარენს, ეზო-მიდამოს, ავეჯს,ჭურჭელს... სასახლეში დაცულ თითოეულ ექსპონატს.

გარდა დათვალიერებისა, მოსწავლეები აქტიურად მონაწილეობდნენ საგანმანათლებლო აქტივობებში, რომლებიც მუზეუმის პატარა დამთვალიერებლებისთვის იყო დაგეგმილი. განსაკუთრებით მოეწონათ აქტივობა - „გაზაფხული დადიანებში“, პატარებმა ისაუბრეს და წარმოაჩინეს გაზაფხული, დახატეს, ამოჭრეს, შექმნეს აპლიკაცია წელიწადის ამ ლამაზ დროზე.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203