ფარცხანაყანევის N2 საჯარო სკოლაში სპორტულ-გასართობი ღონისძიება გაიმართა
10-06-2022

მამია ფანცულაიას სახელობის წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ფარცხანაყანევის N2 საჯარო სკოლაში ჯანსაღი ცხოვრების წესისა და სპორტის პოპულარიზაციას დიდი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით, დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს არაერთ აქტივობასა თუ ღონისძიებას სთავაზობენ და ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობაზე ესაუბრებიან. 

ამჯერად, ფარცხანაყანევის N2 საჯარო სკოლაში ხელოვნების მასწავლებლის, ლეილა გოგოხიას დაგეგმილი სოციალური პროექტის - „ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია“ ფარგლებში, ლოზუნგით - „ჯანსაღ სხეულში - ჯანსაღი სულია“ სპორტულ-გასართობი ღონისძიება - „მხიარული სტარტები“ ჩატარდა. 

ღონისძიებას უძღვებოდა სპორტის მასწავლებელი, ვლადიმერ ხანთაძე.

„მხიარულ სტარტებში“ მონაწილეობდნენ მე-6 და მე-5 კლასის მოსწავლეები. საპატიო ჟიურიმ მოსწავლეები სიგელებით დააჯილდოვა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203