„მუზეუმი სკოლაში - ასე ცხოვრობდნენ საბჭოთა კავშირში“- ოზაანის საჯარო სკოლის მოსწავლეთა საინტერესო პროექტი
10-06-2022
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ოზაანის საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის მუდამ საინტერესო და ამავდროულად, მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი.

ამჯერად, მეცხრე კლასის მოსწავლეებმა საინტერესო და შთამბეჭდავი პროექტი - „მუზეუმი სკოლაში - ასე ცხოვრობდნენ საბჭოთა კავშირში“ წარადგინეს.

პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა მოაწყეს უძველესი ნივთების გამოფენა, დამთვალიერებლებს წარუდგინეს თითოეული ნივთის ისტორია; გაიმართა დებატები, პროექტის მსვლელობაში ჩაერთო სხვადასხვა საგნის მასწავლებლები (ელისაბედ შიუკაშვილი, მარიამ ჯანიაშვილი და მაია თევზაძე)

აღსანიშნავია, რომ პროექტის ხელმძღვანელი ისტორიის პედაგოგი ბელა კოჭლამაზაშვილი გახლდათ.

სკოლის დირექტორი ნინო მეხრიშვილი მადლობას უხდის პროექტის ავტორს და მეცხრე კლასის ყველა მოსწავლეს.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203