„სამთო ქოხი“ ​- ჩაისუბნის N2 სკოლის მერვეკლასელებმა ფიზიკაში საინტერესო კომპლექსურ დავალებაზე იმუშავეს
10-06-2022

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეები საინტერესო კომპლექსურ დავალებაზე აქტიურად მუშაობენ.

ამჯერად, VIII კლასში მოსწავლეებმა თემაზე - „სამთო ქოხი“ კომპლექსურ დავალებაზე იმუშავეს. აღსანიშნავია, რომ მოსწავლეების ფიზიკის პედაგოგი ნათელა ტეტემაძეა.

„საგნობრივი საკითხები იყო: ატმოსფერული წნევა, დუღილი, დუღილის ტემპერატურის დამოკიდებულება ატმოსფერულ წნევაზე. მოსწავლეებმა მოამზადეს პოსტერები და პრეზენტაციები, რომელშიც ასახული იყო ატმოსფერული წნევისა და დუღილის ტემპერატურის ურთიერთდამოკიდებულება ზღვის დონის ცვლილებისას. ისაუბრეს თუ, რა პრობლემები წარმოიქმნება მთაში მოგზაურობისას და გასცეს რეკომენდაციები გამოუცდელი ტურისტებისთვის. მოსწავლეებმა დავალებას წარმატებით გაართვეს თავი, გაკვეთილი გამოვიდა საინტერესო და პროდუქტიული“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203