ლანჩხუთის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებს გაკვეთილი ბუნებაში ჩაუტარდათ
10-06-2022
ლანჩხუთის N1 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს მუდამ საინტერესო და ამავდროულად, მრავალფეროვან სასწავლო გარემოს სთავაზობენ.
ამჯერად, პედაგოგმა ეკა წილოსანმა მოსწავლეებს გაკვეთილი ღია სივრცეში, ორაგვის წმ. თეაკლას დედათა მონასტრის ეზოში ჩაუტარა.
„ახალგაზრდა, კრეატიული ხელოვანი პედაგოგის ეკა წილოსანის მიერ ღია სივრცეში, სოფელ ორაგვის წმიდა თეკლას დედათა მონასტრის ეზოს არაჩვეულებრივ ბუნებაში, ჩატარებულმა გაკვეთილმა მოსწავლეების აღფრთოვანება გამოიწვია.
ორაგვის საოცარი ფლორა და ფაუნა ნამდვილი შთაგონების წყაროდ იქცა პატარა ხელოვანთათვის - როგორი რუდუნებით მუშაობენ სხვადასხვა ეტიუდებზე. პროექტი „მოგზაურობა ცოდნის ბილიკებზე“, ძირითადად ხელოვნების მიმართულებისაა, თუმცა საგნობრივი პედაგოგების მეშვეობით ჩატარდა სხვადასხვა სახალისო აქტივობები ბუნებისმცოდნეობაში და სპორტში, განსაკუთრებით გახალისდნენ მოსწავლეები სპორტული თამაშებით, სადაც პედაგოგებიც იყვნენ ჩართულები“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს