„არდადეგებზე მშობლებს ვურჩევ მეტი ყურადღება და დრო დაუთმონ შვილებს“ - შახალ ისმაილოვი, ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი
10-06-2022

სასწავლო წელი დასასრულს უახლოვდება, საქართველოს სკოლების წარმატებული დირექტორები წელს აჯამებენ და გვიყვებიან რით იყო გამორჩეული 2021-2022 სასწავლო წელი? რას ურჩევდნენ მოსწავლეთა მშობლებს არდადეგებზე? და რა სჭირდება ყველაზე მეტად განათლების სისტემას. 

ამჯერად, საინტერესო ბლიც-კითხვებით etaloni.ge კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერმის საჯარო სკოლის დირექტორ შახალ ისმაილოვს დაუკავშირდა. 

- სკოლა ჩემთვის არის. . .

- მეორე ოჯახი და ჩემი საყვარელი ადგილი, სადაც თავისუფლად ვსუნთქავ.

- მოტივაცია მემატება, როცა. . .

- როცა მოსწავლეების გაღიმებულ და კმაყოფილ სახეებს ვხედავ.

- მოსწავლეებთან გამომშვიდობება ყოველთვის. . .

- მეძნელება, თვალწინ მიდგას ის წლები, რომელიც მათ ჩვენთან გაატარეს.

- განათლების სისტემას სჭირდება. . .

- სათუთი მიდგომა, რათა მოსწავლეებისათვის და მასწავლებლებისათვის სასიამოვნო და საინტერესო გარემო შეიქმნას სკოლაში.

- სასწავლო წელი გამორჩეული იყო. . .

- საინტერესო ღონისძიებებით, მასწავლებელთა გადამზადების პროგრამით, მხიარული სპორტული ცხოვრებით.

- არდადეგებზე მშობლებს ვურჩევ. . .

- უფრო მეტი ყურადღება და დრო დაუთმონ საკუთარ შვილებს, ჩაიხედონ მათ სულებში და გამოიტანონ დასკვნები.

- სასწავლო წლის დასასრულს. . .

- სასწავლო წლის დასასრულს გზას დავულოცავ სკოლის კურსდამთავრებულებს, ბედნიერ არდადეგებს ვუსურვებ მოსწავლეებს და შინაარსიან შვებულებას მასწავლებლებს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203