ახალი დიოკნისის საჯარო სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის ინიციატივით, სკოლის დასუფთავების მასშტაბური ღონისძიება მოეწყო
10-06-2022

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალი დიოკნისის საჯარო სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის ინიციატივით, სკოლის დამლაგებელთა შრომის შესამსუბუქებლად, სკოლის გენერალური დასუფთავების ღონისძიება მოეწყო.

სკოლის დასუფთავებაში მთელი სასკოლო საზოგადოება (მოსწავლეები, მასწავლებელები, დირექცია, ადმინისტრაცია და  დამლაგებლები) მონაწილეობდა.

სკოლის თვითმმართველობის მიერ დაგეგმილმა და განხორციელებულმა აქტივობამ ხაზი გაუსვა მათ გუნდურობასა და სამაგალითო თანამშრომლობას. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203