ქუთაისის N41 ფიზიკა - მათემატიკის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა გერმანულ ენაზე კითხვის კონკურსში საპრიზო ადგილები დაიმსახურეს
09-06-2022
ანდრია რაზმაძის სახელობის ქუთაისის N41 ფიზიკა - მათემატიკის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა კონკურსებში მუდამ აქტიურად და ამავდროულად, წარმატებით მონაწილეობენ.

ამჯერად, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის გერმანული ფილოლოგიის დეპარტამენტის ორგანიზებით გერმანულ ენაში VI და VII-VIII კლასების მოსწავლეთა ასაკობრივ კატეგორიაში კითხვის კონკურსი გაიმართა.

ანდრია რაზმაძის სახელობის ქუთაისის N41 ფიზიკა - მათემატიკის საჯარო სკოლიდან სულ 8 მოსწავლე მონაწილეობდა, რომელთაგანაც სამმა საპრიზო ადგილი დაიმსახურა.

  • I ადგილი - აკაკი წიტაიშვილი (VI კლასი, დამრიგებელი - ნათია ყანჩაველი, გერმანული ენის მასწავლებელი -მზია ჩეგიანი);
  • III ადგილი - ლუკა ხარატიშვილი (VIკლასი, დამრიგებელი - ელისო მოწონელიძე, გერმანული ენის მასწავლებელი - მაია მაღლაფერიძე);
  • ჟიურიმ „საპატიო ადგილი“ არგუნა დემეტრე დევიძეს (VI კლასი, დამრიგებელი - ელისო მოწონელიძე, გერმანული ენის მასწავლებელი -მაია მაღლაფერიძე).
„ვულოცავთ ზემოაღნიშნულ მოსწავლეებსა და მათ მასწავლებლებს ამ წარმატებას და ახალ გამარჯვებებს ვუსურვებთ“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203