„ლუარსაბ თათქარიძე და ჯანსაღი ცხოვრების წესი“- პირველი სვირის საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეთა საინტერესო აქტივობა
09-06-2022
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველი სვირის საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეებმა საინტერესო აქტივობა გამართეს.
აქტივობა „ლუარსაბ თათქარიძე და ჯანსაღი ცხოვრების წესი“ მოსწავლეებმა კომპლექსური დავალები ფორმატში, ილია ჭავჭავაძის მოთხრობის „კაცია ადამიანი?!“ მიხედვით მოამზადეს.
მოსწავლეები აქტივობაში დიდი მონდომებით ჩაერთნენ და თავიანში შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს. მოამზადეს პოსტერი, რომლითაც მოსწავლეები ლუარსაბ ტათქარიძეს რჩევებს ჯანსაღი ცხოვრების შესახებ აძლევდნენ.
მათი ხელმძღვანელი ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლი მარეხ გიორგაძე იყო.
„ახალი სკოლის მოდელი“ გვთავაზობს პროექტებით მუშაობას, რომელიც ყველაზე მეტად ესადაგება მოსწავლეებში დემოკრატიული კულტურის კომპეტენციების განვითარებას.
აქტივობა კავშირშია ეროვნული სასწავლო გეგმის პრიორიტეტებთან, საგნობრივ ცნებასთან და პროექტის მახასიათებლებთან. კომპლექსური დავალების პროდუქტი: ციფრული პოსტერი, რომელშიც ნაწარმოების მთავარ პერსონაჟს - ლუარსაბს , მოსწავლეები მისცემდნენ რჩევებს ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ, შეურჩევდნენ სწორი კვების რაციონს და ფიზიკურ აქტივობებს. პრეზენტაციები იყო შინაარსობრივად საინტერესო, მდიდარი ინფორმაციით, ვიზუალური მხარე კარგი, დაცული იყო ლოგიკური კავშირი აქტივობებს შორის. ამ აქტივობით კიდევ ერთხელ დადასტურდა პროექტული სწავლების უპირატესობა სწავლების სხვა სტრატეგიებთან შედარებით, მოსწავლეებმა წარმატებულად წარმოაჩინეს მაღალი სააზროვნო უნარების ფლობა“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს