ილია ჭავჭავაძის სახელობის ახალქალაქის N3 სკოლიდან 2022 წლის კურსდამთავრებულები დიდი სიყვარულითა და საზეიმო სურვილებით გააცილეს
09-06-2022
ილია ჭავჭავაძის სახელობის ახალქალაქის N3 საჯარო სკოლაში 2021-2022 სასწავლო წლის მე-12 კლასელთათვის „ბოლო ზარი“ დაირეკა.
მეთორმეტეკლასელები სკოლას საზეიმო ვითარებაში, თუმცა სევდანარევი სიხარულით გამოემშვიდობნენ.
მოსწავლეებმა სპეციალურად ამ დღისთვის თავად, დამოუკიდებლად შექმნეს სცენარი და სასკოლო საზოგადოების წინაშე საკუთარი ძალისხმევით მომზადებულები წარსდგნენ.
„ჩვენი სკოლის მეთორმეტე კლასელთა ბოლო ზარი მეტად ამაღელვებელი, შთამბეჭდავი და საინტერესო გამოდგა. ამის მიზეზი იყო ის, რომ მოსწავლეებმა სრულიად დამოუკიდებლად შექმნეს ამ დღისთვის სცენარი და სრულიად დამოუკიდებლად მოემზადნენ სკოლის წინაშე წარსადგენად. მათი შრომა და ღვაწლი დაფასდა. მათ კიდევ ერთხელ გამოავლინეს სასკოლო საზოგადოების წინაშე საკუთარი ნიჭიერება და მონდომება. დალოცვილები ყოფილიყვნენ ისინი მომავალი ცხოვრების გზაზე!“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს