ღოუბნის საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეები „ანბანს დაემშვიდობნენ“
09-06-2022
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ღოუბნის საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებმა სასწავლო წელი წარმატებით დაასრულეს.

ამასთან დაკავშირებით, კლასში მრავალფეროვანი, საინტერესო და სანახაობროვი ღონისძიება ჩატარდა. მოსწავლეები სადღესასწაულოდ გამოეწყვნენ და აქტივობაში დიდი ხალისით ჩაერთნენ. ისინი „ანბანს დაემშვიდობნენ“.

მათ სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს და სკოლას მომავალ სასწავლო წლამდე დაემშვიდობნენ. 

აქტივობის ხელმძღვანელი დამრიგებელი მაია ჩომახაშვილი იყო.

„ბავშვები ლექსებითა და სიმღერებით მოეფერნენ და პატივი მიაგეს ჩვენს სათაყვანებელ დედაენას და მის შემომქმედს იაკობ გოგებაშვილს. მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოების მოწონება და აპლოდისმენტები დაიმსახურეს“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203