წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ლიის თემის N1 საჯარო სკოლაში ინტელექტუალური შეჯიბრი გაიმართა.
თამაში „რა? სად? როდის?“ საბაზო საფეხურის მოსწავლეებს შორის გაიმართა. მოსწავლეებმა თავიანთი შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს, დრო საინტერესოდ გაატარეს.
პირველი და მეორე ადგილები მე-8 და მე-6 კლასის მოსწავლეებმა დაიკავეს.
აქტივობის ორგანიზატორები დამრიგებელი მარინე ჭანტურია და პედაგოგი დარეჯან ქარდავა იყვნენ.
„ორგანიზატორები: დამრიგებელი მარინე ჭანტურია, პედაგოგი დარეჯან ქარდავა.
მოსწავლე- ანა ბერიშვილი,
მოსწავლე - თაკო ქარდავა“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები: