„მეორე მსოფლიო ომი და საქართველო“​ - ხულგუმოს საჯარო სკოლის პედაგოგმა, ანნა პეტროსიანმა მე-9 კლასში აქტივობებით გაჯერებული ღია გაკვეთილი ჩაატარა
09-06-2022

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ხულგუმოს საჯარო სკოლაში მოსწავლის ინტერესებზე მორგებული სასწავლო გარემოა შექმნილი. პედაგოგები მოსწავლეებს საინტერესო და მრავალფეროვან სასწავლო პროცესს სთავაზობენ და სხვადასხვა რესურსს აწვდიან. 

ამჯერად, საინტერესო ღია გაკვეთილი ისტორიის და სამოქალაქო განათლების პედაგოგმა, ანნა პეტროსიანმა ჩაატარა. მე-9 კლასის მოსწავლეთა გაკვეთილის თემა გახლდათ - „მეორე მსოფლიო ომი და საქართველო“. 

„მოსწავლეებმა სხვადასხვა აქტივობებით, დამატებითი ინფორმაციითა და ვიდეოსლაიდებით მაღალი დონის გაკვეთილი ჩაატარეს. გაკვეთილზე მოსწავლეებმა ასევე ისაუბრეს სომეხი ერის ომში მონაწილეობის შესახებ“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203