გაუწყინარის საჯარო სკოლაში სასწავლო წლის შემაჯამებელი ინტელექტუალური თამაში ჩატარდა
09-06-2022
აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ გაუწყინარის საჯარო სკოლაში სასწავლო წლის შემაჯამებელი აქტივობა ჩატარდა.
აქტივობა V-VI-VII და IX კლასებში გაიმართა. მოსწავლეებმა განვლილი პროგრამიდან შეკითხვებს უპასუხეს.
ისინი 2 გუნდად დაიყვნენ, ღირსეულად იასპარეზეს და საკუთარი შესაძლებლობები წარმოაჩინეს.
საბოლოოდ, ერთ-ერთმა გუნდმა ანგარიშით, 57-56 გაიმარჯვა.
„მოსწავლეები შეკითხვებს იღებდნენ 3-4 და 5-ქულიანი ყუთებიდან, ყუთებში შეკითხვები სირთულის მიხედვით იყო განთავსებული. 3 და 4 ქულიან შეკითხვებს სავარაუდო პასუხები ჰქონდა, ხოლო 5 ქულიანი შეკითხვები სავარაუდო პასუხის გარეშე იყო მოცემული“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
სკოლამდელი განათლების სტუდენტები პრაქტიკებს საბავშვო ბაღებში გაივლიან
ბაგა-ბაღების აღმზრდელ პედაგოგებს გადასამზადებლად სპეციალური ტრენინგ-მოდულები ჩაუტარდებათ - თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტო