ზემოხევის საჯარო სკოლის მოსწავლეები მუნიციპალურ საგნობრივ კონკურსში მონაწილეობდნენ
09-06-2022

შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემოხევის საჯარო სკოლის მოსწავლეები გარდა იმისა, რომ ხარისხიან ფორმალურ განათლებას იღებენ, აქტიურად არიან ჩართულნი არაფორმალური განათლების პროექტებში. 

ამჯერად, სკოლის მოსწავლეები მუნიციპალურ საგნობრივ კონკურსში ჩაერთნენ. 

შუახევის რესურსცენტრის ორგანიზებით და შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა შუახევის მუნიციპალიტეტის კერძო და საჯარო სკოლების მოსწავლეთა მეოთხე მუნიციპალური კონკურსის I და II ტური ინგლისურ ენასა და ლიტერატურაში. კონკურსი ოთხ ასაკობრივ კატეგორიაში (V-VI, VII-VII, IX-X და XI-XII კლასები) გაიმართა. 

პირველი ტური მიმდინარე წლის 1 აპრილს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ონლაინ Microsoft forms-ის პლატფორმის საშუალებით ჩატარდა, რომელშიც მე-9 კლასის მოსწავლე ანრი კონცელიძე და მე-6 კლასის მოსწავლე მამუკა ქათამაძე მონაწილეობდნენ. 

მოსწავლეები კონკურსში ხალისითა და ინტერესით ჩაერთვნენ და ცოდნა და შესაძლებლობები გამოსცადეს. 

იხილეთ ფოტო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203