ქუთაისის N17 სკოლის პედაგოგმა, ბელა გელხვიიძემ პედაგოგიური პრაქტიკის გაზიარების მიზნით, საინტერესო სტატია მოამზადა
ქუთაისის N17 საჯარო სკოლის მათემატიკის წამყვანმა პედაგოგმა, ბელა გელხვიიძე კოლეგებისთვის საკუთარი პედაგოგიური პრაქტიკის გაზიარების მიზნით მეტად საინტერესო და ინფორმაციული სტატია მოამზადა.სტატია - „მიუწვდომელ წერტილამდე მანძილის გამოთვლა ტრიგონომეტრიული თანაფარდობების გამოყენებით“ ბევრ საინტერესო ინფორმაციას მოიცავს, რაც სხვა პედაგოგებს აუცილებლად გამოადგებათ, რათა სასწავლო პროცესი მეტად ნაყოფიერი იყოს.
„პრობლემაზე დაფუძნებული სწავლის დროს პრობლემის გადამჭრელი არის მოსწავლე, რომელიც ცდილობს პრობლემის გაგებას, ეძებს გამოსავალს და ამ პრობლემის მოგვარების საუკეთესო გზას. პრობლემაზე დაფუძნებული სწავლა მიმდინარეობს ღია და მხარდამჭერ გარემოში, სადაც მოსწავლე არის აქტიური და საკუთარ თავზე ორიენტირებული, ხოლო მასწავლებელი - თანამშრომელი, რომელიც მოსწავლეს აჩვენებს სწავლის მიმართ ენთუზიაზმისა და ინტერესის მაგალითს“, - ვკითხულობთ, ბელა გელხვიიძის სტატიის მცირე, თუმცა საინტერესო ნაწილში.
სტატია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: