თამარისის N1 სკოლის მოსწავლეებმა, პროექტის - „კულტურული მრავალფეროვნება“ ფარგლებში, საინტერესო ნამუშევრები შექმნეს
09-06-2022
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ თამარისის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების განვითარებასა და ცოდნის გაღრმავებაზე ყოველდღიურად აქტიურად ზრუნავენ.

მოსწავლეები სხვადასხვა საინტერესო აქტივობას ხშირად ასრულებენ. 

ამჯერად, სასკოლო პროექტის „კულტურული მრავალფეროვნება“ ფარგლებში, მოსწავლეებმა მრავალფეროვანი ნამუშევრები შექმნეს. 

აქტივობა სახვით ხელოვნებაში პედაგოგ ციცინო აბრამიშვილის ხელმძღვანელობით გაიმართა. მოსწავლეები მასში დიდი მონდომებით ჩაერთნენ. მათ თავიანთი შესაძლებლობები კარგად წარმოაჩინეს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203