თბილისის N127 საჯარო სკოლაში სპორტულ-გასართობი ღონისძიება გაიმართა
09-06-2022
თბილისის N127 საჯარო სკოლაში სპორტულ-გასართობი ღონისძიება გაიმართა. 

„მხიარულ სტარტებში“ მე-3 და მე-3 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. 

მათ თავიანთი სპორტული შესაძლებლობები კარგად წარმოაჩინეს და აქტივობაში დიდი ხალისით ჩაერთნენ. 

სკოლაში სპორტის პედაგოგი ტატიანა გერასიმოვიჩი, მე-3 კლასის დამრიგებელი ნინო ლათიბაშვილი, ხოლო მე-3 კლასის დამრიგებელი თამარ ტოკლიკიშვილია.

„ვინაიდან სკოლა გადასულია სრულიად ონლაინ სწავლებაზე ამ ღონისძიების მიზანი გახლდათ: მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება, ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვა, ნასწავლი ფიზიკური აქტივობების პრაქტიკულად გამოყენება. მოსწავლეები მშობლებთან და მასწავლებლებთან ერთად, აქტიურად ჩაერთნენ სხვადასხვა აქტივობებში. დაგეგმილმა ღონისძიებამ წარმატებით ჩაიარა“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203