შაუმიანის N3 საჯარო სკოლაში მე-4 კლასის მოსწავლეთა გამოსაშვები ღონისძიება გაიმართა
09-06-2022
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შაუმიანის N3 საჯარო სკოლაში მე-4 კლასის მოსწავლეთა გამოსაშვები ღონისძიება ჩატარდა. მოსწავლეებმა ღონისძიება - „დამშვიდობება მასწავლებელს და ბავშვობას“ გამართეს.
მოსწავლეებმა სხვადასხვა აქტივობა შეასრულეს, სამახსოვრო ფოტოები გადაირეს და პედაგოგს მადლობა გადაუხადეს.
„მასწავლებელმა ლიანა მიქაელიანმა საყვარელ მოსწავლეებს მე-4 კლასის მაღალი პროგრესით დასრულება მიულოცა და ბავშვებს მშვიდობით, ფერებითა და სიყვარულით სავსე სამყაროში უსურვა ცხოვრება“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
სკოლამდელი განათლების სტუდენტები პრაქტიკებს საბავშვო ბაღებში გაივლიან
ბაგა-ბაღების აღმზრდელ პედაგოგებს გადასამზადებლად სპეციალური ტრენინგ-მოდულები ჩაუტარდებათ - თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტო